ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ. მოსკოვმა ბერბოკი "გამჭვირვალე მიკერძოებულობაში“ დაადანაშაულა და დაჟინებით მოითხოვა ფარული კენჭისყრის ჩატარება.
არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ბერბოკმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს ნდობისთვის და დაჰპირდა, რომ იქნებოდა გაეროს ყველა წევრი ქვეყნის „პატიოსანი შუამავალი“.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ, როგორც წესი, ეს ცერემონიალური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო დიპლომატიაზე.
ანალენა ბერბოკი 2021-2024 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა