აფგან სადიგოვმა პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის გაგრძელებას იგი “სამართლიანობის აღდგენამდე” გეგმავს.
“20 სექტემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩემს ქმარს, აფგან სადიგოვს შევხვდი. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, სასამართლომ და საიმიგრაციო სამსახურმაც უარი თქვა მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ალიევის მთავრობის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ალიევის მთავრობა პოლიტიკურ დაკვეთა იძლევა, ხოლო ქართული სახელმწიფო მას აღასრულეს. ორივე სახელმწიფომ დაარღვია კანონი, წამართვეს თავისუფლება და ჩემი ოჯახი ჰყავთ შანტაჟისა და მუქარების ქვეშ, ჩემს შვილებს კი განათლების მიღებაც არ შეუძლიათ. როგორ უნდა იბრძოლო ქვეყანაში, სადაც კანონები არ მუშაობს?” – აცხადებს სადიგოვის ცოლი “ფორმულასთან”.
აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ამასთან, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
თაგები:
აფგან სადიგოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს