
ავტორი
Front News საქართველო
სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ერსა და ქვეყანას აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნებით საქართველოს ეკლესიის მამამთავარი უნდა გამოირჩეს.
“ჩვენ ვდგავართ წარმოუდგენელი მომენტუმის წინაშე, როცა, მართალია, ეკლესია გამოირჩევს სინოდის პირით და ხელით პირველ იერარქს, მაგრამ სინამდვილეში, არ დაგვავიწყდეს, რომ მოქმედება ხდება 2026 წლის საქართველოში, როცა ამ არჩევნებით საქართველოს ეკლესიის მამამთავარი უნდა გამოირჩეს.
ვფიქრობ, რომ სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ერსა და ქვეყანას აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს