Logo

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მსოფლიო
99
Frontnews
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.

მისი თქმით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მოქმედი მთავრობა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილებას შეინარჩუნებს და მუშაობას გააგრძელებს.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტის უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დაუყოვნებლივ ნიშნავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები