Logo

ავიაკომპანია Wizz Air-მა ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო

ბიზნესი-ეკონომიკა
303
Frontnews image description

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.

ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, Wizz Air ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.

დღეის მდგომარეობით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.

 

თაგები:

Wizz Air
Advertisement