
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, 27 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებულია თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნება.
ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი. ვოლიერები უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.
ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, "გრუმინგის“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.
კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს