ბორელი – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული უკუსვლა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული უკუსვლა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დააშორეს საქართველო ევროპის გზას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული უკუსვლა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დააშორეს საქართველო ევროპის გზას, დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპის გზაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი იყო 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა