Logo

ბრაჟე - საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი, სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები

პოლიტიკა
191
Frontnews
ბრაჟე - საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი, სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები

საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან.

"ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ წარიმართება განხილვა, რადგან მოვისმენთ პრეზენტაციებს როგორც საგარეო ქმედებათა სამსახურის, ისე კომისიის მხრიდან. ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები