Logo

ბრიტანეთის პრემიერი - უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტების წარმოება შეეძლება

უკრაინა
291
Frontnews
ბრიტანეთის პრემიერი - უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტების წარმოება შეეძლება

უკრაინა დამოუკიდებლად შეძლებს შორი მოქმედების რაკეტების Storm Shadow-ის წარმოებას. დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და თანამშრომლობაში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებს ჩართავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა.

კიევში ვიზიტით მყოფმა ბერნჰემმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იყო პირველი, ვინც უკრაინას შორი მოქმედების იარაღი გადასცა 2023 წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა Storm Shadow-ის ტექნოლოგიის გაზიარება, რათა უკრაინას დამოუკიდებლად შეეძლოს ასეთი შესაძლებლობების განვითარება.

"მოხარული ვარ, დღეს დავადასტურო, რომ დავაკმაყოფილე ეს მოთხოვნა. ბრიტანული და ფრანგული ინდუსტრიები - და ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მაკრონს და მის კოლეგებს - ახლა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ ამ შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს "ტერორის კამპანიის გზით, რომელიც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას ისახავს მიზნად".

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსული რაკეტები პირველი რიგში იმ სანქციებით, რომლებიც მის მიწოდების ჯაჭვებს გაწყვეტს, ასევე უკრაინის გრძელვადიანი კამპანიის მხარდაჭერით“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები