Logo

ჩეხეთმა ალექსანდრე დარახველიძეს, კობა ჩაგუნავას, ნინო გალუსტაშვილს, მიხეილ ჯინჯოლიას და ლაშა კოტრიკაძეს სანქციები დაუწესა

პოლიტიკა
408
Frontnews image description

ჩეხეთმა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლეებს - კობა ჩაგუნავას, ნინო გალუსტაშვილს, მიხეილ ჯინჯოლიას და პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს სანქციები დაუწესა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, პასუხისმგებელი არიან შარშანდელი და მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივ ჩარევაზე.

სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ჩეხეთში ჩასვლა, ასევე ნებისმიერი ფინანსური ოპერაციები ჩეხურ ორგანიზაციებთან. ასევე მათ დაუყადაღდებათ ჩეხეთში არსებული ნებისმიერი აქტივი.

ჩეხეთის მედია წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პროევროპული ოპოზიციის წევრების დაკავებას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რასაც საფუძვლად უდევს გასული წლის ოქტომბრის საკამათო საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილება – შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

Advertisement