Logo

ჭიათურელი მაღაროელები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

საზოგადოება
151
Frontnews image description

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი თბილისში ინაცვლებს, ისინი დღეს 13:00 საათზე აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ.

მათი განცხადებით, ჭიათურაში უკვე ჰუმანიტარული კრიზისია.

"ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან გავმართავთ აქციას. მინდა მოგმართოთ თხოვნით, მობრძანდეთ 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოისმინოთ არსებული რეალობის შესახებ, იმ ოთხი დაკავებულის შესახებ და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ჭიათურას შორის რა პარალელებია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მაღაროელები უკვე 10 თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. 

Advertisement