ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ჩინეთის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ჭიათურის მერმა დიპლომატს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ლაბაძე ესწრებოდნენ.
დღესვე ჩინეთის ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კაცხის სვეტი და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.
თაგები:
გივი მოდებაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა