"ჩვენ გხედავთ" - თბილისში ერთობის მარში იმართება


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენ გხედავთ" - თბილისში ერთობის მარში იმართება.
მსვლელობის მონაწილეები მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და სუსთან მივლენ.
"ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სამასზე მეტი მოქალაქე სცემეს, აწამეს და დაატყვევეს თავისუფლების, განვითარების, უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის გამო. საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სუსი არა მხოლოდ უმოქმედო, არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში.
რეჟიმის მიზანი საქართველოს დაცლა და დასუსტებაა. ჩვენი მიზანი - საქართველოს გაძლიერება და განვითარებაა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნები - "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" და "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" უცვლელია!", - აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.
თაგები:
ერთობის მარში