
ავტორი
Front News საქართველო
დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან ერთად ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას.
"9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა, რადგან ის აღნიშნავს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია დანიის საელჩოს განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს