Logo

დათა თავაძე – თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე, შემოგვიერთდით

საზოგადოება
1439
Frontnews image description

რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ღამე პარლამენტთან დარჩებიან.

“დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე. შემოგვიერთდით. სოლიდარობა სტუდენტებს. სოლიდარობა ჩვენს დაპატიმრებულ კოლეგებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – წერს თავაძე.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.

Advertisement