
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, სამართალდამცავ სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
"საუბარი ასევე შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის და სხვა საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშემ დავით კიკნაძეს FBI-ის ხელმძღვანელობის სახელით მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სამართალდამცავ თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და შესაბამისი მადლობის წერილი გადასცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
დავით კიკნაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს