დავით მათიკაშვილი - ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, წერტილი აუცილებლად დაესმება

ავტორი
Front News საქართველო
ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"ენჯეოშნიკების" ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საიამ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. დიდი ნაწილი სარჩელისა, რომელიც საიამ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა და მეტიც - ნაწილზე იმ სარჩელისა, რომელიც იქნება განხილული, უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაებადა სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიმართ, ვიდრე მოპასუხის მიმართ.
ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ISFED-მა იკადრა, მსგავსად იმისა, რასაც დღეს საია კადრულობს, ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
საიას განცხადებით, საიას მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას.
თაგები:
დავით მათიკაშვილი




