
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევიდეს კანონში ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდნენ სტუდენტები იმ კუთხით, როგორც ეს მიმდინარეობდა აქამდე, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, სტუდენტებს,რომ გააგრძელონ ცოდნისა და განათლების მიღება.
"უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს დღეს ჩვენი სახელმწიფო და ამ რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს არცერთი მიმართულებით ჩვენი ახალგაზრდების როგორც ფინანსური მდგომარეობა, მათი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევიდეს კანონში ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდნენ სტუდენტები იმ კუთხით, როგორც ეს მიმდინარეობდა აქამდე. ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, მათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ცოდნისა და განათლების მიღება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს