
ავტორი
Front News საქართველო
თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით, - წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.
"ქართული პოლიტიკის პარადოქსი:
მე რასაც ვუყურებ, თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით.
სამაგიეროდ თავად ხელისუფლებაა ისეთი და იმისთანებს შვრება, რომ საკუთარი თავის დამმარცხებელიცაა და შემცვლელიც გინდ არჩევნების, გინდ რევოლუციის თუ დამხობის გზით.
ასე რომ, საბოლოო ჯამში მთავარია, ვისი აჯობებს.
P. S. ჩემი პოზიცია თუ ვინმეს აინტერესებს, მე ყოველთვის ცვლილებების მომხრე ვარ, ამიტომ ამ შეჯიბრში ხელისუფლების მოგებას (ანუ საბოლოო ჯამში წაგებას) ვგულშემატკივრობ“, - წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს