დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო


ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბრის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.
“ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება – ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
ნაძვის ხე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს