Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია

Frontnews image description

სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, დღევანდელ სხდომაზე პატრიარქობის დადგენილი ასაკის საკითხიც განიხილონ.

"სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია. დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, ამიტომ შესაძლოა, ასაკზეც იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები