Logo

დენის კულანინმა საქართველო დატოვა

საზოგადოება
546
Frontnews
დენის კულანინმა საქართველო დატოვა

სამოქალაქო აქტივისტი დენის კულანინი საქართველოდან გაემგზავრა.

ადვოკატების თქმით, კულანინს საქართველოს დატოვება არ სურდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მესამე ქვეყანაში გამგზავრებას დათანხმდა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მას რუსეთში არ გააძევებდნენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. მას ასევე დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით.

დენის კულანინი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულებთან ერთად დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები