არჩილ არველაძე - მერი არა ვარ მე? სადაც მინდა, მივდივარ, სადაც მინდა, მოვდივარ

ფეხბურთელი არჩილ არველაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობაზე შეთავაზება არც გიორგი გახარიასგან ყოფილა და ამის სურვილი არც თავად აქვს.

"შემოთავაზების მსგავსი არაფერი არ ყოფილა. იყო მარტივი რამ. გურიაში შევხვდით შემთხვევით. დაინტერესდა, რატომ ვიყავით ჩვენ გურიაში. არ ვიცნობდით საერთოდ ბატონ გიორგის. ასე შორიდან იმან იცოდა, ვინ ვიყავი და მე ვიცოდი, ვინ იყო. რომ გამოვესაუბრეთ, აქ ამიტომ და ამიტომ ვარ-მეთქი. გვაქვს ოზურგეთში მოცვის პლანტაცია და ამ საკითხზე ვართ მერიაში მოსული-მეთქი, რაღაცას ვარკვევდით. ძაან მინდა ნახვაო. წარმოგიდგენია, ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩემთვის და არამგონია სხვა ბევრისთვისაც არ იყოს რაღაც დონეზე, ვიღაცისთვის ძალიან, ვიღაცისთვის ნაკლებად პატივსაცემი ადამიანი, გეუბნება, რომ წამოდი, მაჩვენე, რას აკეთებ. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა-მეთქი. ვაჩვენე, დაინტერესდა, შემეკითხა, მერე მე შევეკითხე, მერე ის, მერე ეს და ასე დაიწყო ეს ურთიერთობა. 

მერე ეს სურათებიც დაიდო სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია, პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად. მერი არ ვარ მე? სადაც მინდა, მივდივარ, სადაც მინდა, მოვდივარ, როცა მინდა, ვდგები, როცა მინდა, ვწვები, რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო, თუ ყველგან არა.

არც მანამდე მდომებია, არც ახლა არ მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს? ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?", - განაცხადა არველაძემ "მაესტროს" ეთერში.

უახლესი ამბები