არჩილ არველაძე - ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო

გულის სიღრმეში არ მჯეროდა, რომ შევძლებდით. ჩვენებმა ფაქტობრივად, შეუცდომლად ითამაშეს დაცვაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ასეთი დიდი განსხვავებაა გუნდებს შორის, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო.

"გულის სიღრმეში არ მჯეროდა რომ შევძლებდით, რომ მეკითხებოდნენ შანსებს, ვიძახდი, რომ 70-30-ზე და ვიძახდი, რომ 30 არ არის პატარა ფეხბურთში, როდესაც შეიძლება, რომ ოდნავ სუსტმა თუ ძალიან სუსტმა გუნდმა გაიმარჯვოს ძლიერ გუნდთან. მთავარი მანდ, მე ვფიქრობ, ის იყო, რომ ჩვენებმა ფაქტობრივად, შეუცდომლად ითამაშეს დაცვაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ასეთი დიდი განსხვავებაა გუნდებს შორის.

ისე დავიღალე თამაშის დროს, ისე ვინერვიულე, რომ თამაში რომ მორჩა არც ყვირილის, არც ხელის აწევის, არც დროშის აწევის თავი არ მქონდა, მთლიანად გამოფიტული ვიყავი. ერთი დიდ რამეს ვგრძნობდი, რომ ისევ ახლიდან უდიდესი სიხარული მთელ საქართველოს ერგო და მიხარია, რომ მეორე დიდი სიხარულის მონაწილეც ვარ. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდით, დაახლოებით, ასეთი შეფასება შემიძლია მივცე. ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო", - განაცხადა არველაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

უახლესი ამბები