არჩილ არველაძე - ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ

ფეხბურთელი არჩილ არველაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიასთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.

"ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ", - განაცხადა არველაძემ "ფორმულასთან".

კახაბერ ქემოკლიძემ გუშინ, პალიტრანიუსის ეთერში დასმულ კითხვას - განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად, უპასუხა, რომ "განიხილება ყველა, ვინც პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება".

"ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი პიროვნება", - განაცხადა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები