საგარეო უწყება - ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან

საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

"ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.

სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავღანეთში საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები