კახა გოგოლაშვილი - საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა 9 თვით, შესწავლის შემდეგ კიდევ 18 თვით

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.

ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა. საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიციირება. ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა, გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას.

ასე მგონია, "ოცნების" ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ ვინ ტყუის და ვინ არა. ასევე მომყავს შესაბამისი ამონარიდი ინგლისურად - "If a simple majority of Member States notify, the Commission will have to adopt an implementing decision temporarily suspending the exemption from the visa requirement for certain categories of nationals of the third country concerned for a period of nine months. During this period, the Commission must establish an enhanced dialogue with the third country concerned to remedy the circumstances in question. If the circumstances persist, the Commission will adopt (at the latest two months prior to the expiry of the nine months) a delegated act temporarily suspending the visa waiver for a further period of 18 months, for all the nationals of the third country concerned. Before the end of the period of validity of the delegated act, the Commission must submit a report to the European Parliament and the Council", - წერს კახა გოგოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid029eQEqGYQbDbgAKqfUDca1Q7DEqHnShzK5E87S4xbTjXkt4AFg69EKHEeGYXvH2tMl%26id%3D100002243586356&show_text=true&width=500&is_preview=true" width="500" height="636" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>