პეტრე ცისკარიშვილი - არსებობს რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას, მას ამ რეჟიმის საპყრობილეების არ ეშინია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების რისკი არსებობს, თუმცა მას ციხის არ ეშინია.

"რისთვის უნდა დაიჭირონ?! პიჯაკების საქმისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის?! ასეთი აბსურდული საქმეები, რომ არის შეთითხნილი მიშას წინააღმდეგ, ყველასთვის გასაგებია, ქვეყნის შიგნითაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, რომ ეს არის პოლიტიკური დაჭერა, პოლიტიკური დევნა. 

2 ოქტომბრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დაჭერების თავი და უნარი არ ექნება, თუმცა მაინც არსებობს რა თქმა უნდა, რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს - მას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია. ასე რომ, როგორ გამარჯვებას ჩაიწერენე, მაგას ვნახავთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ბილეთი უკვე აიღო და საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს დაბრუნდება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები