ნიკა მელია - ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, მიწა უნდა გასკდეს და ცა ჩამოვარდეს

იცით, აი ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს... ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

"ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერ-მინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, დაავიწყდა რა როლს თამაშობს, ის ასრულებდა ავად თუ კარგად პრემიერ-მინისტრის როლს, ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი საზოგადოებისთვის", - განაცხადა მელიამ.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას ზონდერი, კრიმინალი და უინტელექტო უწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები