ნიკა მელია - ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან არ გათავისუფლდება, ამ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა არ იქნება

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან არ გათავისუფლდება, ამ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა არ იქნება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად  ყველა მშვიდობიანი გზით იბრძოლებენ. 

"მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლება პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ამ რეჟიმის  დასაყრდენი ბურჯების შემცირებასთან. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა რამდენი ხანიც გაგრძლდება, იმდენი ხანი ამ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა ვერ იქნება. არც უნდა იყოს შემგუებლობა საზოგადოების მხრიდან - დღეს თუ მიხეილ სააკაშვილს ასე ექცევიან, რაც უნდა ვინმეს არ მოსწონდეს ჩვენი პარტია, ან მიხეილ სააკაშვილი, მან უნდა იცოდეს, რომ ხვალ იგივე მდგომარეობაში შეიძლება ისე ჩავარდეს ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, რომ ვერც  ვერავინ გაიგოს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც დასაშვებია მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში" - განაცხადა მელიამ. 

მისივე თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტში პარტნიორი პარტიები არ იქნებიან ჩართული, ეს არ ნიშნავს, რომ თანამოაზრეები არ არიან.  

"ყველა ჩვენი პარტნიორის პარტიის პრიორიტეტი არის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იყოს და სასამართლო იყოს ისეთი, როგორსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ, მაგრამ ჩვენს პარტნიორ პარტიებს, ვერც მე და ვერც მიშა ვერ დავავალებთ, ვერ დავავალდებულებთ ვერავის, რომ მისი გათავისუფლების კომიტეტში ფიზიკურად იყოს ჩართული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამოაზრეები არ ვართ, სხვანაირად პარტნიორები ვერ ვიქნებოდით", - განაცხადა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები