მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ჩაერთოს მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს. 

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია. 

ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ, მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს“, - აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2F447945843367685&show_text=true&width=500" width="500" height="757" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>