კახა ქემოკლიძე - მმართველ პარტიას ურჩევნია, გაძვირებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბროს

მმართველ პარტიას ურჩევნია, ჩხოროწყუზე საუბარს გაძვირებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბროს, - ამის  შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა  კახა ქემოკლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

მისი თქმით,  მმართველი გუნდი ვერ გრძნობს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. 

"ბატონი სუბარის აბსოლუტურად კომიკურ განცხადებაზე, თუ ბრიფინგზე ერთი მარტივი კომენტარის გაკეთება შეიძლება; მმართველ პარტიას ურჩევნია, ჩხოროწყუს მაგალითზე კი არ გამოდიოდეს, არამედ საუბრობდეს გაძვირებულ ტრანსპორტზე, გაძვირებულ პურზე, გაძვირებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე და მილიონ პრობლემაზე, რომელიც ხელისუფლებას  და  უბრალო ადამიანებს დღეს გააჩნიათ.  

იმის ნაცვლად, რომ გამოდიოდნენ და დროს კარგავდნენ ამაზე, უნდა გამოდიოდნენ და საუბრობდენენ პრობლემის გადაჭრაზე,  მაგრამ ამ ადამიანების პრობლემა იმაშია, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ მმართველი პარტიის წევრობა რას ნიშნავს და რამხელა პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ქემოკლიძემ. 

ხოროწყუში ოპოზიციური პარტიების შეთანხმების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს, რაც "ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გარიგებად შეაფასა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები