კახა ქემოკლიძე - ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დანიშნული პრემიერ-მინისტრის მიერ

ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დანიშნული პრემიერ-მინისტრის მიერ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ანტიკორუფციული სააგენტროს უფროსი ანგარიშვალდებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ უნდა იყოს. 

"ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი წარმოუდგენიათ, რომ დანიშნულ იქნეს პრემიერ-მინისტრის მიერ. ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას, ეს ადამიანი ვის მიმართ იქნება ლოიალური, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ კორუფცია, რომელიც სისტემურ დონეზეა და ელიტურიდან საშუალო დონეზე ჩამოვიდა უკვე,  დაამარცხოს, თუ პრემიერის მიმართ, რომელიც თურმე, მას ნიშნავს.  

გარდა ამისა, პროექტში წერია, რომ ამ ანტიკორუფციულ სააგენტოს არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. აბა რისთვის გვინდა საერთოდ ანტიკორუფციული სააგენტო?  თუ გვინდა,  რომ კორუფცია სისტემურად გადავტეხოთ, ამ სააგენტოს უფროსს უნდა ამტკიცებდეს პარლამენტის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა,  ის უნდა გვრძნობდეს ანგარიშვალდებულებას როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა,  ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დანიშნული პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, მმართველ ძალას სისტემური კორუფციის დამარცხება არ უნდა. 

"ეს რომ გააკეთონ, მაშინ ნახევარი სამთავრობო აპარატი დასაჭერი გახდება. მერე როგორ გაამართლოს ეს ქართულმა ოცნებამ?“ , - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები