კახა ქემოკლიძე - “იარე ლიზამ” ავად თუ კარგად დისკუსია გააცოცხლა თემაზე, რომელიც ძალიან მივიწყებულია, ეს უკვე კარგია

“იარე ლიზამ” ავად თუ კარგად დისკუსია გააცოცხლა თემაზე, რომელიც ძალიან მივიწყებულია. ეს უკვე კარგია!!! ფილმის სცენარს ვინმე ეთანხმება თუ არ ეთანხმება ეგ გემოვნების და იქ მიმდინარე მოვლენების აღქმის ნაწილია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე წერს.

"ფილმზე “იარე ლიზა” ბევრი მეკითხება ეს დღეები რას ფიქრობო. არაფერს არ ვფიქრობ, რადგან ფილმი არ მინახავს, თუმცა “წინა ცხოვრებაში” შევხვედრივარ ყველა ტიპის აფხაზს და რუსს. მთელმა ამ წლებმა მასწავლა რამდენიმე რამ:

1. აფხაზური სეპარატიზმი და ნაციონალიზმი დარეგულირებადია / დამარცხებადია თუ საქართველო იქნება უბრალოდ კარგი კი არა, ძალიან კარგი ქვეყანა, ანუ ევროკავშირის წევრი - ევროპული ცხოვრების დონით, თვითშეგნებით, ადამიანის პატივისცემით, მისი უფლებების დაცვით, ინფრასტრუქტურული განვითარებით, კეთილდღეობის მაღალი ხარისხით, ჩამოყალიბებული ევროპული ინსტიტუციებით, ყველა ტიპის უსაფრთხოების დაცულობით და ა.შ.… ამ ყველაფერზე ოცნებას თავად ყველაზე რადიკალი სეპარატისტი აფხაზებიც კი ვერ მალავდნენ ჩემთან ბევრი წლის განმავლობაში…

2. აფხაზებთან ეთნიკური შემადგენელით კონფლიქტი არსებობდა ისტორიულად. ლავრენტი ბერიას და კომუნისტების წყალობით ბევრი ათწლეულის განმავლობაში აფხაზები საკმაოდ გამწარებულები იყვნენ ეთნიკურ ქართველებზე… ამიტომ ამ ხალხთან სანამ და-ძმობის ფიცს ჭიქით ხელში დავიწყებთ (რაშიც ყოველთვის “მაგრები” ვართ) ჯერ მათთან ნამდვილი, გულწრფელი მეგობრობის აღდგენა უნდა მოხერხდეს. ამიტომ “You cant turn NO into YES, without MAYBE first” (“არა”-ს “კი”-დ ვერ გადააქცევ “იქნებდა”-ს ხსენების გარეშე”). ამიტომ პოლიტიკოსი რიგითი მოქალაქისგან იმით განსხვავდება, რომ დიდი მიზნისკენ მისასვლელად ხანდახან საჭიროა “ბოდიში” ანუ “Maybe”…!

3. აფხაზებთან ხელმეორედ დამეგობრება შესაძლებელია მხოლოდ “რბილი ძალის” ელემენტების ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მაგრამ ერთი ოქროს პრინციპი მუშაობს მსგავს “ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების” მშვიდობიანი დარეგულირებისას - “Soft Power is effective when the Hard Power is seen in a close vicinity” (“რბილი ძალა ეფექტიანია მაშინ, როდესაც იქვე სიახლოვეს მოჩანს მყარი ძალა”). ანუ შენი არმია, სპეც. სამსახურები, საპოლიციო ძალები ისეთ დონეზე უნდა იყოს მომზადებული და აღჭურვილი, რომ ოპონენტს (ქვეცნობიერში) ყოველთვის ახსოვდეს “ოჯახში დიდი ძმა ვინ არის”!

4. რუსეთ -უკრაინის ომმა აფხაზებთან და ოსებთან ამ “ეთნო-ტერიტორიული” დავების მშვიდობიანად დასრულების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გამოკვეთა თბილისისთვის: ა. სწრაფად ინტეგრირება ევროკავშირში, ბ. ნატოში წევრობამდე ამერიკელებისგან კონკრეტული უსაფთხოების გარანტიის მიღება, გ. საკუთარი ძალოვანი სამინისტროების სისტემური რეფორმა და გაძლიერება, დ. ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცება და ე. მტკიცე, რუსებისგან დამოუკიდებელი დივერსიფიცირებული ეკონომიკის ჩამოყალიბება (შუა დერეფნის ენერგო/ სატრანსპორტო როლის განმტკიცება).

5. ზემოთ ჩამოთვილი პუნქტები დღევანდელი გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯრის ფონზე მიღწევადია თუ ოკუპ. ტერიტორიების საკითხი გახადე (მთავრობას ეხება) ზეპარტიულ თემად ყველასთვის (ე.წ. Whole of society approach). ამის გარეშე თავად მთავრობა ვერ გაიხსნის “მანევრირების რესურს”! ამას, რომ მიაღწიო: 1. არ უნდა იყო იდიოტი (ანუ დღევანდელი ოცნება (excuse me for my French ) და 2. ოპოზიციური სპექტრი ინტელექტუალური დეგრადირების ნაცვლად (მაგ. დღევანდელი ენმ-და სხვებიც) უნდა აჩვენებდეს გულწრფელობას, მეტ კომპეტენციას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რადგან მოსახლეობას გაუჩნდეს მათი ნდობა…

6. ყარაბაღის კონფლიქტი სრულდება ოფიც. ბაქოს მხრიდან ე.წ. ხისტი ძალის საკმაოდ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შედეგად. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემები მოგვარებადია “რბილი ძალით”, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჰიბრიდულ ელემენტებს (“ე.წ. Smart power”). მაგრამ ეს საკითხები ვერ მოგვარდება ვერც ფილმებით და ვერ სერიალებით. ისინი შეიძლება საინფორმაციო ფსიქოლოგიური ველის დამუშავებისთვის ვარგოდეს, მაგრამ “რეალური პოლიტიკის” პრიზმაში მეათე ხარისხოვანია…

7. გამოსავალი არის - დღევანდელი აბსოლუტურად არაფრის მაქნისი, უვარგისი, გარყვნილი და ძალაუფლებით გათავხედებული პოლიტ-ელიტის გაწევა, მმართველობაში საქართველოს ნამდვილი - “ნავთობის და გაზის” ანუ ადამიანური კაპიტალის დაბრუნება (როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარედან) და სახელმწიფოსთვის მუშაობა. ხაზგასმით- როგორც დღეს ხდება სახელმწიფოს მხრიდან ინდივიადუალურ ოჯახებზე მუშაობა კი არა, ჩვენი ანუ ხალხის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს თ ვ ი ს და მისი ინტერესებისთვის მუშაობა…

8. “იარე ლიზამ” ავად თუ კარგად დისკუსია გააცოცხლა თემაზე, რომელიც ძალიან მივიწყებულია. ეს უკვე კარგია!!! ფილმის სცენარს ვინმე ეთანხმება თუ არ ეთანხმება ეგ გემოვნების და იქ მიმდინარე მოვლენების აღქმის ნაწილია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმ ომს ჰყავდა ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დღემდე ცნობილი და არაღიარებული უცნობი გმირები, შეიძლება ანტიგმირებიც (აფხაზების თვალიდან თუ შევხედავთ ალბათ მათი მხრიდანაც). ზოგადად “მოგებულ ომს ბევრი მშობელი ჰყავს, წაგებული კი მუდმივად ობოლია” ამიტომ ჩვენი ვალია, ამ გმირების ისტორიები, ჭიქა ღვინის ჭახუნით და “იარე ლიზას” სცენარის ემოციური გარჩევის ნაცვლად, რეალურად გაკეთებული საქმეებით დავწეროთ… ეს უნდა იყოს ჩვენი, ანუ ამ ქვეყნის ნამდვილი, “შეშლილი” პატრიოტების საქმე…

P.S. მარადიული ხსოვნა ამ ორ ადამიანს, “შიშისგან თავისუფლების”, ნამდვილი ვაჟკაცობის, გამბედაობის, სიმამაცის ლეგენდებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში!", - წერს ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkakhaber.kemoklidze%2Fposts%2Fpfbid0QGQoweayVnjPb2ECqgDQGtxMYtjDrK2L7QSSsnNJsd8Acmuyfeb17JaFUnVKZSRQl&show_text=true&width=500" width="500" height="525" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>