თამარ კორძაია - მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის ციხიდან

უკრაინაში ვიზიტად მყოფი  ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის ყველა შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის  სასჯელის უკრაინაში მოხდასა  ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას. 

მისი თქმით, მიუხედავად უკრაინაში  არსებული დაძაბული ვითარებისა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ერთ-ერთი პრიორიტეტულია. 

"ყველა მიმართულებით მსჯელობენ და ფიქრობენ, მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ და მოხდეს მიხეილ საკაშვილის გამოყვანა რუსთავის #12 დაწესებულებიდან, სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა,  ციხის გარეთ და უცხოეთში. აქ ზუსტად იციან  და განსაკუთრებით ქალბატონმა დენისოვამ, რომ  ამ ვითარებაში,  როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნას ციხის პირობებში  საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  რეაბილიტირება სრულფასოვნად განხორციელდეს.

ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა იყო,  დაკავების დღიდან. მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებისა, მიხეილ საკაშვილი ამ ადამიანებისათვის პრიორიტეტულია", - განაცხადა კორძაიამ. 
ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი უკრაინაში ვიზიტად იმყოფებიან. მათ  მიხეილ სააკაშვილის საკითთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს უკრაინის სახალხო დამცველთან ლუდმილა დენისოვასთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები