თამარ კორძაია - "ოცნებას" უნდა სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ახალგაზრდები დააჯახოს ერთმანეთს

"ოცნებას" უნდა სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ახალგაზრდები დააჯახოს ერთმანეთს. არ არსებობს "ოცნებამ" შეძლოს და გამოიყვანოს იმ რაოდენობის ხალხი, რამდენიც ახლა დადის აქციებზე ამ დღეებში, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლას პარლამენტში აპირებს.

"ოცნებას" უნდა სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ახალგაზრდები დააჯახოს ერთმანეთს. არ არსებობს "ოცნებამ" შეძლოს და გამოიყვანოს იმ რაოდენობის ხალხი, რამდენიც ახლა დადის აქციებზე ამ დღეებში. ეს არის დანაშაულებრივი ნაბიჯი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნების" "რუსული კანონის" წინააღმდეგ მოქმედი ახალგაზრდები ბევრად ჭკვიანები არიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ, "ოცნებას", რაც უნდა - არეულობის მოწყობა და ორგანიზება, ეს არ გამოუვა, იმიტომ, რომ დაუშვებელია მსგავსი რაღაცების კეთება. ჩვენ გვახსოვს, როგორ იქცეოდა "ოცნება" ყოველ ჯერზე, თავის დაორგანიზებულ ხალხს გამოყრიდა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. 

გეოპოლიტიკური საკითხი წყდება ქვეყნის ვექტორის და მათ ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ მათი მიყვანილი ადამიანებიც კი შინაგანად არიან აქეთ მხარეს, დამარცხებულია "ოცნება" ამ საკითხში და პარლამენტში 83 ხმა, რომ აქვთ, ამ 83 ხმის ამარა დარჩებიან მთელი ცხოვრება, მათ მოუწევთ ამ კანონის უკან გატანა.

"ოცნებამ" გადახედოს იმ სლაიდს, სადაც წერია, რომ მისი მომხრეებიც კი ევროკავშირის მხარეს არიან და არა რუსეთის, ამიტომ გამოდის ყველა გარეთ, ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ხელისუფლებაში ვინ არის, მათ იციან, რომ ევროპაშია საქართველოს მომავალი. რა სისულელეა იმაზე საუბარი, რომელ პარტიას რამხელა მხარდაჭერა აქვს. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან აქციაზე, არცერთი პარტია არ აინტერესებთ, ვერც კი მცნობენ ვინ ვარ.  თითოეული მათგანი საკუთარი მომავლისთვის იბრძვის.  

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პარლამენტში  და დავუჭერთ მხარს ყველა ადამიანს, რომელიც თვლის, რომ ეს კანონი არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ  საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები