ვიქტორია ნულანდი - თუ პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ გითხრათ – თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე პასუხი რუსეთს უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.

ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის შეთავაზებებს შეისწავლის და მოლაპარაკებებს დაუბრუნდება.

"თუ პრეზიდენტი პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ამასთან, ნულანდს ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი მოიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.

"მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები