დავით დარჩიაშვილი - გაზისა და ნავთობის გარდა რუსეთი ახდენს კორუფციის ექსპორტს, რაც არანაკლებ საშიშია, ვიდრე ოკუპაცია

რა კავშირშია რუსული მმართველობის სტილი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოსთან, რა მივიღეთ მემკვიდრეობით და რატომ ვერ ვახერხებთ  „ეროვნულ თანხმობის“ მიღწევას - ამ და სხვა საკითხებზე  Front News-ს  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, „რუსეთის კვლევის ცენტრის“ - CRS  დამფუძნებელი დავით  დარჩიაშვილი ესაუბრა. 

- დღეს რუსეთში  ყველაფერზე დომინირებს კრემლი, ხელის უწყობს იმპერიული განწყობების გავრცელებას, ეს საზოგადოებაშიც ილექება, მაგრამ რუსეთში ყოველთვის იყო და არის ძალები, რომელთაც რუსეთი წარმოუდგენიათ დემოკრატიული ევროპის ნაწილად. ამ ძალების გაძლიერება და მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ  მათთვის უფრო გასაგები იყო საქართველოს პოზიცია. ამას ჭირდება დიალოგი, რადგან  რუსეთი ყოველთვის იქნება როგორც  მოცემულობა და ამას თვალის გასწორება სჭირდება. 

კრემლი დღეს ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და ტერიტორიების ოკუპაცია ამის ერთ-ერთი საშუალებაა.  მას ტერიტორიებზე მეტად მის უკან მდგომ ქვეყნებზე -  საქართველოსა  და უკრაინაზე კონტროლის ბერკეტები აინტერესებს.

- ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსული ინსტრუქტაჟით,  რუსული  ხელწერით, თქვენ რას იტყვით ამაზე,  ასევე არაფორმალური მმართველობის სტილზე, რამდენად არის ეს კავშირში  მართვის რუსულ  სტილთან? 

- თვისობრივი მსგავსებაა რუსული მართვის სტილსა და ქართული მართვის სტილს შორის. ძალიან საინტერესო,  თანამედროვე რუსი მკვლევარები საუბრობენ იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცესა და პოსკომუნისტურ სივრცეში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთი ახდენს არა მარტო ნავთობისა და გაზის ექსპორტს, არამედ კორუფციის ექსპორტსაც.  რუსეთის არის გამავრცელებელი ისეთი სისტემის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალიზმს, კანონის უზენაესობას, ე.წ. კარგ მმართველობას და ხელს უწყობს კლანობრივ, ფეოდალურ ურთიერთობებს, რაც კორუფციასთნ არის წილნაყარი. ამის ნიადაგი თავისთავადაც არსებობს ჩვენნაირ ქვეყნებში, მაგრამ რუსეთის ხელშეყწობა მისი გაღვივებისათვის გამაძლიერებელი ფაქტორია. ეს არანაკლებ საშიშია, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაცია. რუსული მართველობის სტილი,  ესაა ფეოდალური მმართველობის სტილი, სახელმწიფოს მართვის  ადამიანების პიროვნულ დამოკიდებულებაზე აგება.   მეორე - ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, ოპონენტის სრული მიუღებლობა, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გასრესის მცდელობა,  ესეც  არის საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგი, პოლიტიკური კულტურა,  რომელიც დანერგეს ბოლშევიკებმა, სიძულვილი და მოწინააღმდეგის გასრესის სურვილი გადმოგვეცა მემკვიდრეობით. 

- რას იტყვით ქვეყანაში არსებულ  პოლარიზაციაზე, მხოლოდ ერთი მხარე არის დამნაშავე, თუ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა?

- როგორც ვთქვი, ეს  კულტურა, რომელიც მემკვიდრეობით მოგვყვება,  გავლენას ახდენს ყველასა და ყველაფერზე, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე.  მაგრამ, პირველ რიგში,  მაინც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან მას შეუძლია, შეაჩეროს,  ან გააღვივოს ეს პროცესი.  როგორც წინა ხელისუფლების დროს, ოპონენტების მიმართ არანორმალურ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელი იყო სააკაშვილის მთავრობა, ასევე დღეს, ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. 

- პრეზდენტის მიერ წამოწყებულ „ეროვნული თანხმობის“ პროცესზე რას იტვით, რამდენად არის შანსი,  რომ მან შედეგი მოიტანოს?

- ზოგადი სურვილი გასაგებია, პრეზიდენტს  სწორად ესმის მიმართულება, რომ  ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია ეროვნული თანხმობის გზით სიარულით, მაგრამ კონკრეტულად,  რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას და აქვს თუ არა მას იმის ძალმოსილება და ნება, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, ამას ვერ ვხედავ. ქვეყანაში, სადაც  ნორმალურად ითვლება ოპონენტის განადგურება,  იქ არ შეიძლება ნორმალური,   ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი იყოს.  

- მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და იმ პროცესებზე რას იტყვით,  რაც მას უკავშირდება?

- დღეს ხელისუფლება სააკაშვილს უყურებს როგორც დამნაშავეს, რომელიც უნდა გაანადგუროს. ოპონენტის მიმართ  ასეთი დამოკიდებულება ქვეყანას ვერ დაეხმარება, ეს კრიზისს ახანგრძლივებს. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს აღქმული,  როგორც ღირსეული ოპონენტი და მის მიმართ დამოკიდებულება აქედან უნდა გამომდინარეობდეს, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მას ყავს მრავალრიცხოვანი მომხრეები, ამ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ მესამედი, შესაბამისად, თუ კი ქვეყანაში მშვიდობა გინდა, ამას ანგარიში უნდა გაუწიო. განცხადებები იმაზე,  რომ სააკაშვილი არ მაინტერესებს და ის  ჩვეულებრივი პატიმარია, ეს არის ისეთი სისულელე, რაც პოლიტიკაში საბოლოო ჯამში ცუდად მთავრდება. 

- ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის მხარდამჭერ აქტიურობას როგორ შეაფასებთ?

- ოპოზიციამ გააკეთა, რაც შეეძლო.  არ ვიცი, ვისაც მიაჩნია, რომ რაღაც დააკლო ოპოზიციამ, თვითონ მას რისი გაკეთება შეუძლია? ვერ ვხედავ აქ რაიმეს, რისი რჩევა და შეცვლა შემეძლოს. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები