დავით დარჩიაშვილი - ხელისუფლებას სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიმართ კლასობრივი მტრობა აქვს

ხელისუფლებას სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიმართ კლასობრივი მტრობა აქვს, - ამის შესახებ Front News-ს ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა  დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ნორმალურ ვითარებაში ხელისუფლება სახალხო დამცველის ეგიდით შექნილი კონსილიუმის დიაგნოზს უნდა ითვალისწინებდეს. 

"თუ ჩვენ ვართ ნორმალური საზოგადოება,  გამოსავალი ერთადერთია.  სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის, პროფესიონალი ექიმების მიერ დასმული  დიაგნოზი უნდა იყოს  გათვალისწინებული. ამ ვითარებაში  მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნეს უცხოეთის რომელიმე კლინიკაში, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ყველა სხვა შემთხვევაში,  მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე კვლავ რჩება. 

აზერბაიჯანში 2016 წელს პოლიტპატიმრებად შერაცხული ცოლ-ქმარი, რომლებსაც 7 და 8 წელი ქონდათ მისჯილი, წელიწადნახევარში  ხელისუფლებამ სამკურნალოდ ჰოლანდიაში  გაუშვა. ეს არის ცივილიზებული ქცევა და როდესაც აზერბაიჯანი ასე იქცევა, რომლის დემოკრატიულობის ინდექსი საქართველოსაზე დაბალი იყო, ჩვენ მესამე პრეზიდენტს რატომ ვექცევით არაცივილიზებულად?“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელ მმართველ ძალას სიძულვილი აქვს ყველაფრისადმი, რაც  მიხეილ სააკაშვილის უკავშირდება. 

"კლასობრივ ბრძოლას დავარქმევდი, შეიძლება პარტიებში ვლინდება ეს კლასობრიობა. იმ ჯგუფს,  რომელიც ახლა ხელისუფლებაშია,  კლასობრივი მტრობა და  სიძულვილი აქვთ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიმართ.  ეს  სოციალური მიუღებლობა არსებობს იმ   შეხედულებების,   განათლების, საქმიანობის,  ცხოვრების გზის მიმართ, რაც  დაკავშირებულია სააკაშვილთან. ეს არის ერთგვარი ფეოდალური ვითარება, როდესაც ერთ დაჯგუფებას არაფერი ემეტება სხვა დაჯგუფებისათვის,  გარდა განადგურებისა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები