მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.

კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა ინდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდართვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი ამბები