ბენ ჰოჯესი - საქართველომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაზე რაიმე სახით თავდასხმის ალბათობა, მოდევნო ორი კვირის განმავლობაში - 90 %-ია.

ჰოჯესი შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში საქართველოს როლზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველომ მიმდინარე კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს და პარტნიორებს დაანახოს, რომ სწორი ღირებულებების სჯერა და რომ სტრაგეტიულ რეგიონში ის სანდო პარტნიიორია. 

"ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა, სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ.

პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევოროპას შორის, თუ სხვა.

ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესი საქართველოში დიდ ფულს ჩადებს, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ.

ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გენერალი აცხადებს, რომ ეს ცარიელი ფურცელია.

"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს.

კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ჰყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს“, - აცხადებს ბენ როჯერსი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები