ბენ ჰოჯესი - ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომელიც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

"აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, ნონსენსია. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს, რადგან საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს",- განაცხადა ჰოჯესმა. 

მისივე თქმით, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციები. 

"დიახ, მე ვთვლი, რომ ეს გამოწვევებით სავსე სტანდარტებია, მაგრამ ყველა მათგანი მიღწევადია, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მათი შესრულება საჭიროა. 

მთავრობაში მყოფ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დებატების, პროტესტისა და ჟურნალისტების. პირიქით, მათ უნდა უნდოდეთ აქ მოსვლა, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და განმარტება იმისა, თუ რას და რატომ აკეთებენ", - აცხადებს ბენ ჰოჯესი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები