ბენ ჰოჯესი - დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა

არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში, ეს ჩემთვის გაუგებარი, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სასარგებლო უნდა იყოს, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს.

"მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე.

ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის, რომ უკრაინას მხარს უნდა უჭერდეს და რას აკეთებს მთავრობა. ეს საქართველოსთვის უნდა იყოს სასარგებლო, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე. 

დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები