გიგი უგულავა - აღიარა, რომ თავისსავე ხელით დანერგილი პროპაგანდის მიხედვით "ნაცის" მხარეა თავისუფლება

ეს კვლევა არაა საარჩევნო რეიტინგი, სინამდვილეში ის გვეუბნება, რომ ჩვენი მოქალაქეების 42% მზადაა დაიცვას ქვეყანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი გიგი უგულავა წერს.

"მე მაინც და მაინც არ გავბრაზდებოდი არც „იმედის“ წამყვან ნოეზე და არც კვლევის ავტორ-დამკვეთზე. და აი რატომ. მათ გვამცნეს, რომ თუ სხვა გზა არ არსებობს შვიდობას აირჩევს (58%) თუ თავისუფლებას (42%). 

საქმე იმაშია, რომ ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში შეთანხმებულია თუ რას ნიშნავს ოცნების გაგებით მშვიდობა. ესაა, რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, მშვიდობამდე უმოკლესი გზა არის დანებება. რეალობაშიც ასეა. მტერი კიევს მიადგა და საქართველოს მთავრობა დანებდა, ჩაბარდა, მიუშვირა-ბევრი კნინობითი ტერმინი არსებობს ოცნების ამ შემოთავაზებული "მშვიდობის" აღსაწერად. არცერთი არაა პოზიტიური, მაგრამ მას მაინც ბევრი მიმდევარი ჰყავს, რადგან ის გამორიცხავს მთავარს - ბრძოლას. ოცნების შემოთავაზებულ მშვიდობას არ სჭირდება ბრძოლაოცნების მშვიდობა ნიშნავს - დანებდი, მოეშვი და ისიამოვნე

მაგრამ ამ გამოკითხვაში არაა მთავარი მშვიდობის გრაფა, არც მიწერილი პროცენტები. მთავარია - დანებებად გაგებული მშვიდობის საპირწონედ თავისუფლება სწერია. თავისუფლება, რომელსაც არ აქვს კნინობითი გაგება და სინონიმი. დიახ, ის ვინც მშვიდობას ანუ დანებებას ირჩევს, მისთვისაც კი თავისუფლება წმინდაა, უბრალოდ მისთვის ბრძოლა არ უნდა. არ არსებობს თავისუფლების ნეგატიური განმარტება. ოცნებამ ამით აღიარა რომ ის რასაც ებრძვის წმინდაა, უნივერსალურია და მისთვის უცხოა. აღიარა, რომ თავისსავე ხელით დანერგილი პროპაგანდის მიხედვით "ნაცის" მხარეა თავისუფლება. აღიარა თავისუფლების უპირატესობა, უბრალოდ გვითხრა, რომ მისთვის ბრძოლას არ აპირებს. ეს კვლევა არაა საარჩევნო რეიტინგი. სინამდვილეში ის გვეუბნება, რომ ჩვენი მოქალაქეების 42% მზადაა დაიცვას ქვეყანა. სხვა კვლევაშიც მსგავსი მონაცემი იყო. რაც არაა დაბალი ციფრი. ალბათ, არ იფიქრეს ამდენი, თორემ მშვიდობის საპირწონედ არა თავისუფლებას, არამედ ომს დაწერდნენ, რაც მათ პროპაგანდაში უფრო ლამაზად ჩაეწერებოდა.

ასე რომ, მეგობრებო - დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“, - წერს უგულავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fugulavageorge%2Fposts%2F5003311806429132&show_text=true&width=500" width="500" height="291" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>