კოლეჯ "იბერიას" სტუდენტი საფრანგეთის 2 კოლეჯში ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული პროგრამების სტრუქტურას გაეცნო

იმერეთის ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, კოლეჯ „იბერიას“ სტუდენტი საფრანგეთის 2 კოლეჯში  - პუატიეს ნელსონ მანდელას სახელობის უმაღლესი სკოლასა და სარჟერის მრავალპროფილურ კოლეჯში ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული პროგრამების სტრუქტურას გაეცნო.

მხატვრული ხის დამუშავების პრაქტიკოსებისა და ხის დამუშავების ინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში ლტოლვილთა დანიის საბჭოს ინიციატივით განხორციელდა.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილე 9 პრაქტიკოსის ტექნიკური უნარებისა და კომპეტენციების შეფასება და კვალიფიციური პრაქტიკოსების შერჩევა ტრენერთა ტრენინგისთვის. 

საფრანგეთში 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში  მონაწილეები გაეცნენ ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული პროგრამების სტრუქტურას და სწავლების მეთოდოლოგიას. 

მონაწილეებს მიეცათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პედაგოგიური სტრატეგიების გამოყენებით ფრანგული პროფესიული განათლების მოდელის საფუძველზე.

უახლესი ამბები