ქუთაისში დრონების მასშტაბური შოუ მოეწყობა

ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის "იბერიას" ორგანიზებით დრონების მასშტაბური შოუ მოეწყობა, რომელიც "იბერიაში" მოქმედი პროექტის - "დრონების სკოლის" პირველი ეტაპის დახურვას მიეძღვნება.

კოლეჯის ბაზაზე დამზადებული დრონების შოუ 29 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დრონების გამოფენა, ფრენის მასტერკლასი, დრონების გაშვება.

პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

"იბერიაში" მოქმედი პროექტის - "დრონების სკოლის" ფარგლებში სტუდენტები დრონების არქიტექტურას, მის შემადგენელ კომპონენტებს უსაფრთხოების წესებსა და მათ პროგრამირებას გაეცნენ.

გაიარეს მოდულები: დრონის არქიტექტურა; დრონის აღჭურვილობა; ფრენის რეჟიმები; დრონის პროგრამული უზრუნველყოფა.

პროექტში ჩართული იყვნენ  ქ. ქუთაისის N6 აფხაზეთის ჟ. შარტავას სახელობის სკოლის მოსწავლეები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები