კოლეჯ "იბერიაში" დრონების შოუ მოეწყო

კოლეჯ "იბერიაში" დრონების შოუ მოეწყო

კოლეჯ "იბერიაში" დრონების შოუ მოეწყო, რომელიც "იბერიაში" მოქმედი პროექტის - "დრონების სკოლის" პირველი ეტაპის დახურვას მიეძღვნა.

ღონისძიებას ქუთაისის მერი და მერიისა და საკრებულოს ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების თანამონაწილე იყო დრონების ფედერაცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოლეჯის ბაზაზე დამზადებული დრონების გამოფენა, ფრენის მასტერკლასი, დრონების გაშვება. 

პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

"იბერიაში" მოქმედი პროექტის - "დრონების სკოლის" ფარგლებში სტუდენტები დრონების არქიტექტურას, მის შემადგენელ კომპონენტებს უსაფრთხოების წესებსა და მათ პროგრამირებას გაეცნენ. გაიარეს მოდულები: დრონის არქიტექტურა; დრონის აღჭურვილობა; ფრენის რეჟიმები; დრონის პროგრამული უზრუნველყოფა.

პროექტში ჩართული იყვნენ ქუთაისის N6 აფხაზეთის ჟ. შარტავას სახელობის სკოლის მოსწავლეები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები