"არ შეიძლება საქართველო და უკრაინა ევროპული თანამეგობრობის გარეთ დავტოვოთ იმიტომ, რომ "ძლიერ მეზობელს“ მათი ბედის გადაწყვეტა სურს"

თბილისი: არ შეიძლება საქართველო და უკრაინა ევროკავშირს გარეთ დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ძლიერ“ მეზობელს მათი ბედის გადაწყვეტა სურს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პოლონური სააგენტო PAP-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მისცეს უკრაინასა და საქართველოს ბლოკში გაწევრიანების შესაძლებლობა, თუ ისინი ამისთვის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დღიდან პოლონეთი აქტიურად მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ მეზობლების, კერძოდ უკრაინის, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებისკენ.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირის კარი უნდა დარჩეს ღია და ჩვენ გვსურს, რომ ეს ქვეყნები მომავალში ევროკავშირის წევრები გახდნენ. საქართველო და უკრაინა უკვე დიდი ხანია, მიისწრაფვიან ევროკავშირისკენ.ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ, არ შეიძლება ისინი ევროპული თანამეგობრობის გარეთ დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „ძლიერ მეზობელს“ მათი ბედის გადაწყვეტა სურს. მათთვის არჩევანის წართმევა ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველა სახელმწიფოს აქვს თვითგამორკვევის თანაბარი უფლება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.