ვახტანგ მეგრელიშვილი - შემთხვევით დასავლეთმა რომ სანქციები დაგიწესოთ ან თქვენი ლიდერი რომ დაასანქციროს, მაშინ რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში?

"შემთხვევით დასავლეთმა რომ დაიჯეროს ნარატივი, რომ „ქართული ოცნება“ მართლა რუსეთის მხარეზეა და სანქციები დაგიწესოთ ან თქვენი ლიდერი რომ დაასანქციროს, მაშინ რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში? ასეთ რისკებს ითვალისწინებთ თუ არა? და თუ ეს დადგება, რეაგირებას როგორ აპირებთ?“- ამ კითხვებით მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს სათქმელი შექმნილ სიტუაციაზე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვაა.

"როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ეს კრიზისი ჩვენამდეც მოაღწევდა და იგი არა მარტო მსოფლიოზე იქონიებდა გავლენას, არამედ ჩვენზეც. ახლა „ქართული ოცნების“ წევრები მოიხსენიებთ უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს, იგივე, არახამიას, რომელიც უკრაინის სახელით გამოდის საერთაშორისო შეხვედრებზე, „ნაცად“, ჩვენ პარლამენტში ამ ადამიანს „ნაცს“ ვეძახით და ვაბრალებთ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა,“ -განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები