ვახტანგ მეგრელიშვილი - მთავარი ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს

მთავარი ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია სიტყვის უპატივცემულობასთან,  - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ურთიერთბრალდებების კაკაფონიაში ადამიანებს უჭირთ მტყუან-მართლის გარკვევა, რაშიც მედიაც ვერ ეხმარება, ეს კი საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს. 

"მთავარი ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია სიტყვის უპატივცემულობასთან. როდესაც ორივე მხრიდან ბრალდებების კაკაფონიაა, არ რჩება დრო ბრალდებების შინაარსში გარკვევის. ეს ხდება როგორც ოპოზიციის, ასე ხელისუფლების მხარეს. ფაქტების გადამოწმების დეფიციტია, ამას ადამიანების მხრიდან მოყვება ნიჰილიზმი. 

პოლიტიკოსებს უყურებენ, როგორც ყველაზე დამამცირებელი პროფესიის წარმომადგენლებს, იმხელა შეურაცხყოფებს, რასაც ჩვენ გვაყენებენ, მათ შორის სოციალური მედია იქნება თუ ზოგადად.  ჩვენ კანი გვაქვს გასქელებული შეურაცხყოფების მიმართ, ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში, რა თქმა უნდა,  უსამართლოა, მაგრამ მთლიან სურათს რომ შევხედოთ,  ამაზე ხო პასუხისმგებლები მართლა პოლიტიკოსები ვართ? სერიოზული  პრობლემები გვაქვს, არცერთ ჩვენს ინსტიტუციას, პარლამენტის ჩათვლით, არავინ სერიოზულად არ უყურებს.

მე ძალიან მომწონს ნიკა ობოლაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, ის შეიძლება კონკრეტულად "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობს, მაგრამ მე მთლიან ოპოზიციას ვიგულისხმებდი, რომელიც რაღაცნაირად თვითგამორკვევის პროცესს ჰგავს.  ჩვენ რაღაცნაირად ტელევიზიებში ვივლით და ვაგინებთ "ქართულ ოცნებას“, მაგრამ რომ დავსხდეთ ერთმანეთის პირისპირ და სერიოზულად დაველაპარაკოთ ერთმანეთს, ამაში გვჭირდება მედიის დახმარება“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები